“როგორც ჩანს, შორენა თეთრუაშვილის ცრურწმენა იყო, რომ მას საქართველოში პატრიარქის ნაღველი უნდა ჩამოეტანა”- ამის შესახებ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.
საქმე ეხება ტელეკომპანია “პირველის” მიერ, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ის ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილს გერმანიიდან პატრიარქის ნაღველის საქართელოში წამოღება უნდოდა.
“რომ უთხრეს ექიმებმა, რომ ესეთი რამე არ ხდება და ჰკითხეს, რაში სჭირდებოდა მას ნაღველი, შორენა თეთრუაშივლმა უთხრა, რომ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, მე ეს მესაჭიროება და უნდა წავიღოო”- აღნიშნა “მეტრონომთან” ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.
გარდა ამისა, ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ თეთრუაშვილმა სოსო ოხანაშვილსაც სთხოვა გველის შხამი, რასაც ადვოკატიც ადასტურებს და ასეთივე განცხადებას აკეთებდა მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავად მსჯავრდებული დეკანოზიც. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილმა მას გველის შხამი და ციანიდი სთხოვა.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ნინო ცხადაია