უკრაინის პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია Самопоміч-ის წევრებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს, რომელზეც წერია „არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოართვან თავის ქვეყანაში შესვლის უფლება“.
ფრაქციის წარმომადგენელმა ეგორ სობოლევმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე გაემგზავრება, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილს დევნიან.