პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთში მიემგზავრება. ტიმოშენკოს განცხადებით, ის სააკაშვილს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან დახვდება. მისი აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვართან მშვიდობიან მისვლას და წერილის წარდგენას აპირებს, სადაც დაასაბუთებს, რომ უკრაინაში ცხოვრების უფლება აქვს.
„აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს. 10 სექტემბერს იგი მშვიდობიანად მოსვლას და წერილის წარდგენას გეგმავს. დასაბუთებით, რომ მას აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. მაშინაც კი, თუ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააკაშვილს აქვს უფლება წავიდეს სასამართლოში და საქმე გაარკვიოს: სამართლიანად ჩამოართვეს თუ არა მოქალაქეობა. მე მსურს ვიყო მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები ვართ“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.