ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი დღე არ ჰქონია სურვილი, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების”

„მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი დღე არ ჰქონია სურვილი, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამომხატველ ადამიანებს ის ყოველთვის სჭირდებოდათ, როგორც მთავარი საფრთხობელა საარჩევნო ხაზზე”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში იყო და იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე რიგით ადამიანს. ამიტომ, ხიდაშელი განმარტავს, რომ არც ერთი დღე პირველ პირებს, რომლებიც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავდნენ, არ ჰქონიათ სურვილი მიხეილ სააკაშვილის რეალური პატიმრობის.

მანვე განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნები იყო ამ ფაქტის დამადასტურებელი, ქრესტომატიული მაგალითი.

“სააკაშვილი იყო გარეთ, ჰქონდა შესაძლებლობა ეკეთებინა ის განცხადებები, რომელიც აკეთა. ჰქონდა შესაძლებლობა, მუქარის რეჟიმში ემოქმედა, რომ არიქა, ხვალ დილით საქართველოში შემოდიოდა, საზღვარს გადაკვეთდა და ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში. ამ შიშით გამოკვება მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“ და მიიღო სრულიად უპასუხისმგებლო და სამარცხვინო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლითაც ახლა ქვეყანა მიყავს აბსოლუტური კატასტროფისკენ”- აღნიშნა ხიდაშელმა.

 

იტვირთბა....