ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 10 სექტემბრის ჩათვლით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.  სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია 29-34 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსს მიაღწევს. ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთშიც.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქარის სიჩქარე დღეიდან თანდათან შესუსტდება.

იტვირთბა....