“თეორიულად უკრაინაში შესვლის დროს, შესაძლებელია, მე გამიტაცონ წამიყვანონ და ჩუმად გადამცენ ქართულ მხარეს, მაგრამ ამისთვის ერთ მშვენიერ დღეს პოროშენკოს დაიჭერენ და არ მგონია, პოროშენკო ამაზე წავიდეს” – ასეთი განცხადება გააკეთა გადაცემა “არჩევანში” საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე, როგორ ახერხებს ის გაუქმებული პასპორტით ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობას, მან განაცხადა, რომ ის უკრაინის პასპორტით მოგზაურობს და ცივილიზებული ქვეყნები მის პასპორტს კანონიერად აღიარებენ.
“მაგალითად, ერთ-ერთ აეროპორტში, როცა ჩემი პასპორტი მივეცი სარეგისტრაციოდ, ერთი ბიჭი გადმოხტა და ჩემთან ფოტოს გადაღების სურვილი გამოთქვა. აი, ეს არის პასუხი, თუ როგორი დამოკიდებულებაა ჩემს და მიმდინარე მოვლენების მიმართ” – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა მაშინ აუკრძალეს, როცა ის აშშ-ში იმყოფებოდა. სააკაშვილმა უკრაინაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მისი თქმით, ის ამას 10 სექტემბრისთვის გეგმავს.