ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სააკაშვილს ხაფანგში ჰყავს უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენი ხელისუფლება ჩაითრია”

“სააკაშვილს ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებით“ – აცხადებს “პირველ რადიოსთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილია ახლა ახერხებს თავის ძალების კაპიტალიზაციას და ეს ყველაფერი გამოწვეულია უკრაინის მთავრობის უგუნური ქმედებებით. ამ ყველაფერში კი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებაც ჩართო.
“ის კაპიტალიზაციას ახდენს შეფერთხილი შესაძლებლობების, კი არ სუსტდება ძლიერდება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების უგუნური მოქმედებებიდან გამოდინარე და ამ მოქმედებებში ძალიან სასაცილოდ ტრაგი-კომიკურად შეეკვეტა ჩვენი ხელისუფლება. რას ეკვეტებოდნენ? გაუგებარია. ნათელია, რომ სააკაშვილს აქვს თავის პოლიტიკური გეგმა. ის წონას იბრუნებს. ხაფანგში ჰყავს გახვეული უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც თავის მხრივ, ჩაითრია ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერში ვინ ეხვეწებოდათ რატო ეკვეტებოდნენ გაურკვეველია.“ – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დააკვებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. თავის მხრივ, სააკაშვილი 10 სექტემბრისთვის უკრაინაში შესვლას აანონსებს.

იტვირთბა....