ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“კარგი იქნება თუ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება სასამართლოზე”

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უკეთესი იქნება თუკი მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება. მისი თქმით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს ადრე თუ გვიან დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა.

“4 სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და ოთხივეზე მიდის გამოძიება. თუ სააკაშვილი სასამართლოზე გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო იყოს სამართლიანი“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დააკვებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. თავის მხრივ, სააკაშვილი 10 სექტემბრისთვის უკრაინაში შესვლას აანონსებს.

იტვირთბა....