ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვართან მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა ის გეგმის შეცვლას არ აპირებს. სააკაშვილი კვირას, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.  მისი თქმით, ის ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და ივანიშვილს ურჩევს, რომ მოემზადოს.  ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებებს მართავს.

„უკრაინის დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობის პირველი გეგმა არის, რომ არ შემიშვან, სარეზერვო გეგმა არის დაჭერა, მოსპობა, განადგურება, მაგრამ მე არ მეშინია, მაგათ უნდა ეშინოდეთ ქართველი და უკრაინელი ხალხის. მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, მას აქვს პრობლემები ამ სცენარზე. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები, ესენი თუ არიან მზად? კარგად მოემზადონ და დამელოდონ.

ჩვენ ვართ ახლა ევროპის ცენტრში, ბრიუსელში, ევროპის მთავარ საპარლმენტო ორგანოში. აბა დააკვირდით, მარჯვნივ, მარცხნივ ვინმე ბორკილებს მადებს? მიჭერს? ვინმე სერიოზულად იღებს მაგათ ბრალდებებს? ეს არის ორღობის, ჭორვილის ბრალდება, რომელიც უკავშირდება კოსტუმებს, გასვენებებში მიტანილ ყვავილებს, რასაც ეს ხალხი აკეთებს დღეში ასჯერ. ამაზე რომ ამათ უთხრა ვიღაცა ვიღაცას იჭერს, მითუმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, შემოგხედავენ, როგორც გიჟსა და ავადმყოფს,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....