ვაკეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაჭრილ ორივე პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, იცნიდენტი მოხდა. ყოფილი ქმარი ეჭვმიტანილია, ყოფილი ცოლის დაჭრაში. თვითვმხილელების ცნობით, მამაკაცმა იმის შემდეგ, რაც ცოლი დაჭრა, თვითდაზიანება ყელის არეში დანით მიიყენა.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პრიმა მუხლითა (ოჯახური ძალადობ) და 19, 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით მიმდინარეობს.