“მან ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე უნდა გასცეს პასუხი. პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება”, – ასეთი განცხადება გააკეთა “ქართული ოცნები” ლიდერმა გია ვოლსკიმ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროკურატურამ უნდა იმოქმედოს კანონთან შესაბამისობაში და თავის მხრივ, უკრაინა ამ მონაცემებს გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოერთვა, როდესაც იგი აშშ-ში იმყოფებოდა. გუშინ კი ქართულმა მხარემ უკრაინას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა.