ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს მამაკაცი ადრეც მყავს ნანახი ამ ადგილზე…”: თვითმხილველები ვაკეში მომხდარ ინციდენტზე

ვაკეში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მცირე დეტალები ირკვევა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მან დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი “პიქსელის ცენტრის” მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ზურგში ჭრილობა ორჯერ მიაყენა.

თვითმხილველი ამბობს, რომ ზუსტად ამ შემთხვევის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში დანა ჩაირტყა. “ქალს დაცვის სამსახურის ფორმა ეცვა. ეს მამაკაცი ადრეც მყავს ნანახი ამ ადგილზე…” – ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, დღეს, ვაკეში ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობაში მისი ყოფილი ქმარია ეჭვმიტანილი. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალს, სამსახურში სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში, ყოფილი ქმარი მიუვარდა, რომელმაც მას ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში  საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პრომა მუხლით ოჯახუი ძალადობა და 19, 108-ე  განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....