aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცი, რომელიც „პიქსელის“ შენობაში მეუღლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაკეში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  თვითმხილველების ინფორმაციით, ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილი კაცი, მასთან ერთად, სავაჭრო ცენტრ “პიქსელში” დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ისინი კერძო დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომლები არიან.

მათი ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლს ორი ჭრილობა მიაყენა, ერთი გულ-მკერდის არეში, მეორე – ზურგში, თავად კი თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, დღეს, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობასთან ინციდენტი მოხდა. ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პიმა მუხლით(ოჯახური ძალადობა) და 19, 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

იტვირთბა....