ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“კომპანია, რომელიც სანდო პროდუქტს აწარმოებს”: “ვისოლ ჯგუფი“ ,,ეკოს“ საქართველოში აბრუნებს

დღეს “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

“ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა.
„ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომპანია “ეკოს” საქართველოში კვლავ დაბრუნება საკმაოდ სასიხარულო ამბავია. მისი თქმით, “ეკოს” პროდუქტი ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. ფხაკაძის  აზრით,  კომპანიის ნდობა საქართველოს  მოსახლეობაში კვლავ არსებობს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოს ბაზარზე უკან დაებრუნებინათ.

“ყოველწლიურად, მოქალაქეების გამოკითხვას და კვლევას ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ “ეკომ” უკვე დიდი ხნის წინ დატოვა საქართველოს ბაზარი, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ეს კომპანია ყველაზე ხარისხიან და სანდო პროდუქტს აწარმოებს. ამ კომპანიის უკან დასაბრუნებლად, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ამიტომ ყველა ჩვენგანს ძალიან გვიხარია, რომ მისი უკან დაბრუნება შევძელით.

საბერძნეთის ელჩის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ დღეს, ნავთობპროდუქტების უდიდესი კომპანია “ეკო”, საქართველოს ბაზარზე ხანმოკლე შესვენების შემდეგ დაბრუნდა. მისი თქმით, “ვისოლი” საქართველოს მასშტაბით უდიდესი კომპანიაა აღნიშნულ სფეროში, სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი მათი თანამშრომლობა.

“რასაც დღეს ხედავთ, ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. “ვისოლის” აქტივობა თვალსაჩინოა არა მხოლოდ საწვავის სფეროში, არამედ ეკონომიკის განვითარების სხვა სფეროებშიც. დღეს ხედავთ “ეკოს” ახალ ავტოგასამართ სადგურს, ისეთს, როგორიც საბერძნეთშიც კი ჯერ არ გვაქვს და ეს ბევრზე მეტყველებს”, – განაცხადა საბერძნეთის ელჩმა.

“საბერძნეთის პეტროლიუმის” წარმომადგენლის რობერტო კარაჰანასის განცხადებით, “ეკო” ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და ინდუსტრიული გუნდია  ევროპის ნაწილში. მისი თქმით, “ეკოსთან” ერთად მომხმარებელს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტს  სთავაზობენ.

“საქართველო არის ქვეყანა რომელიც მუდმივად ვითარდება, რაც მშვენიერია. დღეს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, კიდევ ერთი მღალი ხარისხის და სტანდარტის მქონე კომპანია “ვისოლთან”, იმისათის, რომ ჩვენი ურთიერთობა წინ წავიდეს”, – განაცხადა რობერტო კარაჰანასმა.

იტვირთბა....