ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახლახანს: დეკანოზის განაჩენი ცნობილია – მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

საუკუნის სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა –  მოსამართლემ ბრალდებულ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა 18-108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიუსაჯა.
რაც შეეხება იარაღის ტარებას, მას ამისთვის 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იმიტომ, რომ შეკრებითობის პრინციპი აღარ მოქმედებს, მას მხოლოდ 9 წლიანი სასჯელი შეეფარდა.
ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო.  მიზეზი უცნობია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა და დარბაზი დატოვა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....