არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ახლებურად დაიგეგმება თბილისობა”: კალაძის ახალი ინიციატივა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში,  ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები.

„2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა – საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში,  განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....