ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი უკრაინაში უნდა დაბრუნდეს: რას აპირებს ტიმოშენკო

უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია წავა თუ არა 10 სექტემბერს კრაკოვეცში მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად, როგორც ,,ბატკივშინას“ ლიდერი აცხადებს პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ბოლომდე ჩამოყალიბებუები არ არიან. ტიმოშენკოს თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, დემოკრატიასთან და სამართლინობასთან საერთო არაფერი აქვს. პოლიტიკოსის აზრით, სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს, რადგანაც  ეს ქვეყნის სირცხვილია.

,,როცა სააკაშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა ჩვენ პრაქტიკულად იმავე დღეს გავაკეთეთ განცხადება,რომ სამწუხაროდ კონსტიტუცია და კანონიერი მოთხოვნები, სამართალი უკრაინაში შეცვალა ახალი მეფის ხელმოწერამ. მეფეს შეუძლია შეიწყალოს, დასაჯოს,შეიძლება მიანიჭოს მოქალაქეობა ან კანონის საწინააღმდეგოდ ჩამოართვას მოქალაქეობა ამას საერთო არაფერი აქვს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან და ჩვენ ვთვლით,რომ სააკაშვილი უბრალოდ უნდა დაბრუნდეს უკრაინაში.

მას უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა. პრეზიდენტის ოპონენტებთან ბრძოლა ეს მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სააკაშვილსი დაბრუნებას“-აცხადებს ტიმოშენკო.

იტვირთბა....