საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან მის უკრაინულ გეგმებზე ისაუბრა:
”უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არ შევიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დაამაგრეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა მსგავსი რამ და ეს აჩვენებს ერთ რამეს – მათ ჩემი ეშინიათ. ჩემი არშეშვება გაუჭირდებათ და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი მთავარი მიზანია შესვლა, დაბრუნება, მოძრაობის სათავეში ჩადგომა და საქმის ბოლომდე მიყვანა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი დანიაში იმყოფება და აცხადებს, რომ იქ ”ევროპის სახალხო პარტიის” ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.