ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძის საქმეზე სასამართლომ სხდომა დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის წინასასამართო სხდომა დაიხურა. მისმა ადვოკატებმა სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რაც იმით ახსნეს, რომ პროცესზე დაცვის მხარე გეგმავს ბრალდებულის პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების წარდგენას.

“ვითხოვთ წინასასამართლო სხდომის დახურვას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით”, – განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

ადვოკატებს ბრალდების მხარე დაეთანხმა. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომა დახურა.

შეგახსენებთ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლე მიიჩნევს, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე კვლავ ძალაშია და გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

იტვირთბა....