ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი კიევში: უკრაინის უშიშროების შეფი “ფეესბეს” ადანაშაულებს

უკრაინის უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი გრიცაკი რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საკმაოდ მკაცრად განიხილავს უკრაინის ჩინოსნის ამ განცხადებას იმის ფონზე, როცა უკრაინაც მიიჩნევს, კანონის დონეზე მოხდეს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, აგრესორად გამოცხადება.

“მე მოგმართავთ თქვენ, როგორც ოფიცერი ოფიცერს. ომის დროსაც კი არსებობს გარკვეული კანონები უშიშროებისთვის, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ასე მიმართა პირდაპირ ეთერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეფმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (ე.წ. “ფეესბე”) ხელმძღვანელს ალექსანდრე ბორტნიკოვს.

ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევში, დეპუტატ დენის ვორონენკოს მკვლელობის უკან რუსული “ფეესბე” დგას. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მკვლელობაში აშკარად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების კვალი, რომელიც მისი თქმით, რამდენჯერმე მანამდეც გამოვლენილა ევროპის რიგ ქალაქებში.

შეგახსენებთ, ბოლო აფეთქება კიევში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნიდან რამდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა, კერძოდ მთავრობის შენობის წინ, გრუშევსკის ქუჩაზე.

იტვირთბა....