გუშინ, გვიან ღამით, დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე სპორტსკოლის ყოფილ შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით მათ გლდანის რაიონის გამგებელი, დიმიტრი ორმოცაძე შეხვდა.
მოლაპარაკებების შედეგად დევნილებმა სპორტსკოლის ყოფილი შენობა დატოვეს. ორმოცაძის განცხადებუთ, დილიდან თითოეულ ოჯახს გამგებელი თავად შეხვდება და მათ პრობლებს ინდივიდუალურად გადაწყვეტს.
3 სექტემბერს, გვიან საღამოს, გლდანის მე-8 მიკრორაიონის სპორტსკოლაში დევნილები შეიჭრნენ. შენობაში დაახლოებით 50-მდე ოჯახი იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ ბინებს ითხოვენ. სპორტსკოლის შენობასთან პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც შენობიდან დევნილების გამოყვანას ცდილობდნენ.