ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

გერმანიაში ნაპოვნი ბომბის გამო 60 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მაინის ფრანკფურტში 60 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბომბი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქებულიყო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბრიტანული წარმოშობის 1,8 ტონა ბომბი მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. მისი გაუვნებელყოფისთვის პოლიციამ ბომბის პოვნის ადგილიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. მოსახლეობის გარდა ამ რადიუსში მდებარე საავადმყოფოებიდანაც გაიყვანეს პაციენტები.

იტვირთბა....