ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციოანლური მოძრაობა” იმერეთში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ბოიკოტს უცხადებს

“ნაციონალერი მოძრაობის” წარმომადგენლებმა ქუთაისში ბრიფინგი გამართეს და იმერეთის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირები დარღვევებზე არ რეაგირებენ. პარტიაში განმარტავენ, რომ საუბნო კომისიის წევრთა სიები შერჩევის გარეშე უკვე არსებობს და კანიდატები გამგეობასა და “ქართული ოცნების” შტაბებში შეარჩიეს.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კონკურსიდან არ მოუხსნიათ არც ის 61 პირი, რომელიც წინა არჩევნების შემდეგ დისციპლინურ დევნას დაექვემდებარა.

იტვირთბა....