ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ორსულ ქალზე ძალადობაში ეჭვმიტანილი ქმარი დააკავა

შინაგან საქქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში მცხოვრები 1989 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს. ქალს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....