ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამი რაიონის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები იყო ჩართული. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე რჩება მაშველთა ჯგუფი, რომელიც ნიჩბებით მიწაყრილებს ამუშავებს. დაქრობით ოპერაციაში მოხალისეებიც ჩაერთნენ. ხანძარმა ფოთლოვანი ტყის ნაწილი გაანადგურა.