ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრია: მაშველებს ცეცხლის ლოკალიზება უჭირთ

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი, დაახლოებით, 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.  გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძე ამბობს, რომ  ადგილზე მაშველები არიან მობილიზებულები, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

„ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ამ წუთებშიც ვცდილობთ. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, რეინჯერები, პოლიციელები და ადგილობრივები, კერას სხვადასხვა მხრიდან ვუვლით. თუმცა ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, ბევრია წაქცეული და გამხმარი ხე და ადვილად ალდება. ხანძრის ჩასაქრობად ჯერჯერობით არასაკმარისი ძალები გვყავს“, – განაცხადა ლადო კახოიძემ.

ხახაბოს ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ამ დრომდე არ ჩართულა საჰაერო ავიაცია. ორი ვერტმფრენი ამ დროისთვის შილდისა და ართანის ტყის ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს.

იტვირთბა....