ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია: ჯანი ბუკიკიოს განცხადება

საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს და შექმნილ ვითარებას, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეხმაურება.

ჯანი ბუკიკიომ განცხადება გუშინ გავრცელდა. ჯანი ბუკიკიო კვლავ მოლაპარაკებებისა და კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს. წერილში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია.

“ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის რედაქციის სამუშაო ტექსტი, მათ შორის არჩევნების პროპორციული სისტემის ჩათვლით. მეტიც, ჩვენ მივესალმეთ აქტიურ თანამშრომლობას და პარლამენტის გადაწყვეტილებას არ მიეღო რამე შესწორება, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან უარყოფითად იქნებოდა შეფასებული. გამომდინარე აქედან პროპორციული სისტემის გადავადება 2024 წლისთვის, ისევე როგორც ქართული პარტიების მორიგი ჩავარდნა მოლაპარაკებების გზით მიეღწია რედაქტირებულ კონსტიტუციაზე კონსენსუსისთვის იმედგაცრუებას იწვევს,”-ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ვენეციის კომისია რედაქტირებულ დოკუმენტზე საკუთარ შენიშვნებს სავარაუდოდ ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაშინ მაინც გაიზიარებს კომისიის რეკომენდაციას.

იტვირთბა....