კახეთში ხანძარია, როგორც ადგილობრივები “მეტრონომთან” საუბარში აცხადებენ, კოხტას მთის ფერდობს ცეცხლი უკიდია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ცეცხლლი დილას შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. “მეტრონომთან” კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, ამიტომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მასშტაბები და გამომწვევი მიზეზები.