ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 2 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4387 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4301 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0086-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9057ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8809 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0248-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1532 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1278 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0254 თეთრით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7088 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7018 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0070-ით გაუფასურდა.

იტვირთბა....