ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია

არაოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას  დღეს გამოაცხადებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აპირებს, რომ  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებისას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანადიდატად ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე დაასახელოს.

გლდანში მაჟორიტარად სავარადუდოდ ნინო ბურჯანაძის ყოფილ თანაგუნდელს, შალვა ობგაიძეს დაასახელებენ. მაჟორიტარად კვლავ წარადგენენ რიმა ბერაძეს, ჯაბა ჯიშკარიანს, თამარ ტალიაშვილს, ალასანიას ყოფილ თანაგუნდელ – გიორგი მუსხელიშვილს და ქეთი ჯოხაძეს. სახელისუფლებო პარტიაშო აცხადებენ, რომ სია ზომიერად განახლებულ იქნება. პოლიტსაჭოს სხდომაზე დღეს არ გამოჩენილა საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგო ალიბეგაშვილი.

სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან ნუგზარ მალაღურაძე, ჯაბა სამუშია, თედო კობახიძე, მალხაზ მჭელიშვილი.

პრემიერი მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს, 20.00 საათზე ბოტანიკურ ბაღში წარადგენს.

იტვირთბა....