ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა, როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს ეკიდა.  მათივე ინფორმაციით,  ხანძარი დასახლებულ ადგილთან ახლოს იყო, თუმცა ადგილზე მისულმა  4 სახანძრო ჯგუფმა და 20 მეხანძრემ მისი შეჩერება შეძლეს.  ხანძარი ამ ეტაპზე  თითქმის ლოკალიზებულია და   მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელება ფაქტობრივად აღკვეთილია.

იტვირთბა....