ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახმეტაში, სოფელ ჩაჩხრიალასთან, ხანძარი ლიკვიდირებულია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს ეკიდა. დამწვარია 400 კვ მეტრი ფართობი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში 2 სახანძრო-სამაშველი ჯგუფი მუშაობდა.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლაშა უძილაურმა პირველ არხს განუცხადა, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

იტვირთბა....