საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ერთ-ერთი მხარდამჭერის, დიმიტრი ბულახის შესახებ წერს, რომელიც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქუჩაში სცემეს.
“დიმიტრი ბულახი არის უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც არ იყიდება. ის წესრიგი რომელიც ჩვენ დაგვიწესეს, გულისხმობს ქვეყნიდან დევნას, ან იმათ წინააღმდეგ ასეთი სახით ბრძოლა, რომლებიც ვერ გააგდეს ქვეყნიდან. ჩვენ დავამყარებთ ნამდვილ წესრიგს და ბოლოს მოვუღებთ ამ ბარდაკს” – წერს სააკაშვილი საკუთარ გვერდზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში, ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი დიმიტრი ბულახი საკუთარ სადარბაზოსთან სცემეს. ამ ინფორმაციას ადასურებს ხარკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იგორ ჩერნიაკი.
” მას თავს 2 ადამიანი დაესხა. თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და წიხლებით შედგნენ. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – აცხადებს ჩერნიაკი. მისი თქმით, ბულახზე თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდება, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ანტიკორუფციულ საქმიანობაში, როგორც უშუალოდ ანტიკორუპციული ცენტრის ხელმძღვანელი.
ბულახი საავადმყოფოშია გადაყვანილი.