ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში 500 კვ.მ. ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახებს მოეკიდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მეხანძრე-მაშველები ცალკეული ცეცხლის კრების სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ipn