ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

მამაკაცი, რომელიც გოგონას მოკვლით ემუქრებოდა ლიკვიდირებულია

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში, ერეგუნის რაიონში მამაკაცს  საბილიარდო კლუბში გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ის გოგონას მოკვლით იმუქრებოდა, თუმცა მას მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.  საბილიარდოს შენობა პოლიციამ ალყაში მოაქცია და მასთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ამის შემდეგ კი პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა. სროლის დროს მძევლად აყვანილი გოგონაც დაიჭრა. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა მძევლად აყვანის მოტივი.

იტვირთბა....