ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება

იუსტიციის მინისტრისა და უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე უწყებათშორის კომისიას მკაცრი რეაგირება ექნება. ამის შესახებ მინისტრმა ცესკო-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ რესურს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ უნდა იყენებდეს.  ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში კი მათი მხრიდან რეაქცია საკმაოდ მკაცრი იქნება.

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიის მიერ, რომლებიც შეიძლება რომელიმე თანამდებობაზე არიან, ხელი ადმინისტრაციულ რესურსზე მიუწვდებათ და ამჟამად თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები არიან”, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა იმ მემორანდუმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რომელიც დღეს ცესკო-სთან გაფორმდა.

“ტრადიციისამებრ საარჩევნო კამპანიის პირობები მემორანდუმს ვაფორმებთ, რომელიც რასაც წარსულში იგივეს, მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებას ითვალისწინებს, კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკური პარტია 2012 წლიდან დღემდე გაყოფილები არიან და გვინდა მომავალშიც ასე იყოს”, – თქვა წულუკიანმა და დასძინა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა პარტიას კონკურენციის თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.

იტვირთბა....