ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე ისანი-სამგორის რაიონულ პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ის გამოიკითხება იმ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. ვიდეოში, თითქოს ცესკო-ში წარსადგენად, ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. ხელმოწერების შეგროვებაში კი ამავე ვიდეოს ავტორების ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ ჩართულები.

ელისაშვილის შტაბის ხელმძღვქნელი სწორედ მისი განცხადების საფუძველზე იკითხება. ივანე ნორაკიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ განაცხადი შეიტანეს პოლიციში, სამართალდამცავი უწყებიდან ოპერატიულად გამოეხმაურნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ის მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამომრჩევლის მოტყუების და მისი ნების გამოვლინებაში ხელის შეშლის მუხლით.

ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ვიდეო მასალით ადვილად შესაძლებელია კონკრეტულ პირთა დადგენა, რომლებიც თითქოს ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ.

იტვირთბა....