ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირდა

საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირდა, – ამის შესახებ ცნობილი გახდა რკინიგზის დეპარტამენტის მიერ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს რკინიგზით 5,264,393 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 435 985 ტონით ნაკლებია.

გადაზიდული ტვირთების ჯამურ მოცულობაში 905 336 ტონა ადგილობრივი ტვირთია. აქედან 459 299 ტონა – ექსპორტი, 1 212 578 ტონა – იმპორტი, ხოლო 2 687 180 ტონა ტრანზიტული ტვირთი.

იტვირთბა....