თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის დაკავების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავონ. გაზეთ “ახალ თაობასთან” ის ამბობს, რომ საუბარია თბილისის 2 რაიონის გამგებელზე.
„არ გამოვრიცხავ, კიდევ რამდენიმე ჩინოსანი დააკავონ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე თბილისის ორი რაიონის გამგებლის დაკავებაზეა საუბარი. ისინი იმ შემთხვევაში გადარჩებიან თუ საარჩევნო ამბიციებზე უარს იტყვიან.“ აცხადებს ხაბეიშვილი.