გორის გვირაბთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ბალახს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე უცნობია დამწვარი ტერიტორიის ფართობი.