ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ორი ახალი კერა გაჩნდა

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ორი ახალი კერა გაჩნდა, –
ინფორმაციას “საზოგადოებრივი” ავრცელებს.
არდაგანის სიახლოვეს ავიაციამ უკვე შეძლო ხანძრის ჩაქრობა, თუმცა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი. ხანძარი ბორჯომის ტყეებში 20 აგვისტოს გაჩნდა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩართული.

იტვირთბა....