მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი მათსავე უწყებაში დასაქმებული სარისკო პროფესიების მქონე ადამიანების შემოსავალს 6-8-ჯერ აღემატება,- ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრების მიერ მიღებული შემოსავლები მათ მიერ შევსებული 2015-2016 წლის საჯარო დეკლარაციებიდან არის აღებული.
როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდი ifact.ge წერს, მეხანძრის ყოველთვიური ხელფასი 500-800 ლარია, მაშველის – 500; პოლიციელის კი 1 000 ლარია; მაშინ როცა შს მინისტრს თვეში 6 321 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს.
თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი თუ 5 228 ლარია, ჯარისკაცების ხელფასი თვეში – 1000 ლარს შეადგენს.
დაცული ტერიტორიების რეინჯერის ყოველთვიური ხელფასი – 400-500 ლარია; მაშინ როცა გარემოს დაცვის მინისტრის შემოსავალი თვეში – 4 166 ლარია. ხოლო მეეზოვის ყოველთვიური შემოსავალი – 300 – 450 ლარია.
ifact.ge