ახალციხეში, სოფელ ურაველთან იწვის ბალახი და რამდენიმე ბუჩქი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ფართობი 1,5 ჰა, უკვე ლოკალიზებულია.
“გავრცელების საფრთხე აღარაა. ახლომდებარე ტყეს არ გადასდებია ჩემი ყოჩაღი მაშველების კარგი მუშაობის გამო. 4 ჯგუფია ადგილზე. მალე ლიკვიდაციას გამცნობთ ამ ხანძრის”, – აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.
primetime.ge