ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე “ქართულ ოცნებაში” გადავიდა

“რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა ჯიქიამ პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “გურიანიუსი” ავრცელებს.

“ჩოხატაურში, “რესპუბლიკური პარტიის” უკანასკნელი მოჰიკანი ვიყავი და პარტიას ვტოვებ”, _ განუცხადა “გურიანიუსს” გოჩა ჯიქიამ.

პარტიასთან ერთად, მას საკრებულოს ფრაქციის _ “რესპუბლიკელების” დატოვებაც მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქცია, რომელსაც თავად ჯიქია ხელმძღვანელობდა და სადაც ყოველთვიურად 1 500 ლარს (პლუს, საწვავი და სატელეფონო ხარჯი) იღებდა, იშლება.

“ოცნებაში” მე თავში ვიდექი. მინდა, რომ “ოცნება” ოცნება იყოს, ისეთი, როგორიც ადრე და როგორსაც ხალხს ვპირდებოდით. რამდენიმე თვის წინაც მკითხეთ ამაზე და მაშინაც გიპასუხეთ _ იყო პასუხისმგებლობა, პროცედურები, იყო ფრაქცია და აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამის მიზეზი კი ის არის, უკვე უნდა დასახელდნენ კანდიდატები, თორემ ბოლომდე მივიყვანდი ფრაქციის მუშაობას.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” “გადაამლაშა” – ისინი იმ ადამიანებს დაუდგნენ გვერდით, რომლებიც მე მებრძოდნენ, მდევნიდნენ, უსამართლოდ მომექცნენ. პარტიულადაც დაიშალა, თუმცა, ჩემთვის ბოლო წერტილი უგულავებთან და ბოკერიებთან ერთად მიტინგებზე გამოსვლა და სამართლის მოთხოვნა იყო. ამას ისიც დაემატა, რომ არამართლმადიდებლური მიდგომები აქვთ. მე კი ქრისტიანულად, ეკლესიურად ვცხოვრობ”- აღნიშნა სააგენტოსთან ჯიქიამ.

იტვირთბა....