ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

აზერბაიჯანში საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს

აზერბაიჯანში საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით,  ალიევი ეჭვმიტანილია გადასახადებისგან თავის არიდებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებაში.

კერძოდ, გამოძიება  სააგენტოს დირექტორს 37 ათასი მანათის (22 ათასი დოლარის) ოდენობის გადასახადების გადაუხდელობაში სდებს ბრალს. ალიევი ბრალდებებს უარყოფს და  დაკავეაბს მის საქმიანობას უკავშირებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალიევს სახელმწიფო ადვოკატი შესთავაზეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ჰყავს საკუთარი დამცველი.

გასულ კვირას ალიევმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი სააგენტოს ანგარიშები დააყადაღა. მანამდე კი, აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს წარმომადგენლებმა Turan-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. ალიევი დაკავებამდე ამბობდა, რომ ხელისუფლება მას მიზანმიმართულად დევნის, რადგანაც მისი სააგენტო ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი და ობიექტური გამომცემლობაა.

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა (CPJ) Turan-ს აზერბაიჯანში ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო უწოდა და ხელისუფლებას მედიასაშუალების თანამშრომლების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, არ ჩაერიოს სააგენტოს მუშაობაში. “საინფორმაციო სააგენტო Turan 1990 წელს დაარსდა. აზერბაიჯანი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2017 წლის ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს.

იტვირთბა....