ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და სასაფლაოს მიუახლოვდა. ადგილზე ამ წუთებში პრემიერმინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს?. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.
ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაომდე ნახევარ საათში მიაღწევს.