“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ და კონკრეტულმა უწყებებმა რეაგირება დააგვიანეს, რამაც სიტუაცია სავალალო გახადა.
” რა თქმა უნდა, რაც ახლა ბორჯომში ხდება, ეს ხელისუფლების ბრალია. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. ეს არ მოხდებოდა პირველივე დღეებში მთავრობას საგანგებო შტაბი, რომ შეექმნა და საფრენი საშუალებები მეზობელი სახელმწიფოებიდან მაშინვე გამოეძახა.
ეს მდგომარეობა არ შეიქმნებოდა ბიძინა ივანიშვილს რომ არ გადაეხადა 170 მილიონი დოლარი პიკასოს ნახატ “დორაში” და ეს 170 ათასი დოლარი მიეცა იმ 76 თვითმფრინავში რომელიც ამას ერთ საათში ჩააქრობდა. აი ჩვენი ქვეყნის უბედურება, ჩვენი ქვეყნის ბედისწერა, ბედუკუღმართობა რაში მდგომარეობს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.