ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომში 60 ჰექტრამდე დაიწვა: ყველაზე რთული ვითარება არდაგანშია

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ნათია იორდანაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შემდეგ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად  დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყეა დამწვარი. თუმცა, ნათია იორდანიშვილის თქმით, ვიდრე ტერიტორიების შესწავლა ბოლომდე არ დასრულდება,  დაზუსტებული მონაცემების თქმა ძალიან რთულია.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია. ყიფიანის განცხადებით, დილის 6 საათიდან ვერტმფრენები სწორედ ამ ლოკაციაზე აქტიურად მუშაობენ. ვერტმფრენების გარდა, ინტენსიურად მუშაობენ შსს-ს დანაყოფები, სატყეოს თანამშრომლები და ყველა ძალა, რომელიც ხეობაშია მობილიზებული.

იტვირთბა....