წეროვანში, წუხანდელი ხანძრის შედეგად დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. ცეცხლი ბალახს წაეკიდა. ადგილზე მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები, მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.
„დაახლოებით 8-10 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ეკიდა ცეცხლი. დროულად მოხდა ცეცხლის კერების ჩაქრობა. ეს არის დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო სავარგული, იყო გამხმარი ბალახი. მიგვაჩნია, რომ ეს მოხდა მოსახლეობის დაუდევრობით, სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვის გადაგდებით,“-განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, მადონა ჯიქიამ.