ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ნახანძრალი ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ “TV პირველი” ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელმეორედ აალება ქარმა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, ცეცხლის ახალი კერა არ გაჩენილა. სააგენტოში ამბობენ, რომ ხელმეორედ გაჩენილი კერის ჩასაქრობად ვერტმფრენები იმუშავებენ.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეოთხე დღეა ებრძვიან.